NBA | „ლეიკერსმა“ 18-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და „ნიუ ორლეანსი“ ოვერტაიმში დაამარცხა #1TVSPORT

11:31, 18.11.2026

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ დრამატულ ბრძოლაში, ოვერტაიმში მოიგო „ნიუ ორლეანს ჰორნეტსთან“ – 118:114.

ორლეანელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და მესამე პერიოდში 18 ქულითაც დაწინაურდნენ (94:72), თუმცა დონჩიჩის წინამძღოლობით „ლეიკერსმა“ თამაშის შემოტრიალება შეძლო, ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით გრაიმსმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა – 111:111.

დამატებით დროში დაცვაში უკეთესი „ლეიკერსი“ იყო და ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა.

დონჩიჩმა 36 ქულა ჩააგდო, გრაიმსმა კარიერის რეკორდი დაამყარა – 47 ქულა. სანდრო მამუკელაშვლის სტატისტიკა ასეთი იყო:

23 წუთი, 3 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა.

„ლეიკერსი“ მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს „იუტასთან“ გამართავს.

მსგავსი