მამუკა ბახტაძე - მზად ვარ, რეფორმებისა და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო პასუხისმგებლობა
მამუკა ბახტაძე - მზად ვარ, რეფორმებისა და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო პასუხისმგებლობა

მზად ვარ, რეფორმებისა და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, განათლების რეფორმის გარდა, რეფორმების უდიდესი ნაწილი მიმდინარე წელს, დანარჩენი კი 2019 წელს განხორციელდება.

„პროგრამა არის შედეგებზე ორიენტირებული, აქვს გრაფიკი და ეს გრაფიკი იქნება დაცული მკაცრად. გუნდი, რომელიც მე წარმოვადგინე, არის დაკომპლექტებული შესაბამისი პროფესიებისა და გამოცდილების ადამიანებით, რომლებმაც თავიანთ წინა კარიერაში ან სხვა პოზიციებზე აჩვენეს ის შედეგი, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს გუნდი გაართმევს თავს გამოწვევებს და იმ რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც არის წარმოდგენილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.