მამუკა ბახტაძე მუსლიმან მოქალაქეებს რამაზანის თვის დასრულებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუსლიმან მოქალაქეებს რამაზანის თვის დასრულებას ულოცავს.
„ვულოცავ ყველა ჩვენს მუსლიმან მოქალაქეს რამაზანის თვის დასრულებას, დიდ რელიგიურ დღესასწაულს – რამაზან ბაირამს და ვუერთდები თქვენს ზეიმს. გისურვებთ თითოეულ თქვენგანს სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას.
ჩვენს ქვეყანას და თქვენს ოჯახებს ვუსურვებ მშვიდობიან მომავალს, წინსვლასა და წარმატებებს“, – აღნიშნულია პრემიერის მისალოც წერილში.