მამუკა ბახტაძე - გვჯერა, საქართველო გახდება ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა, რომელიც უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის
მამუკა ბახტაძე - გვჯერა, საქართველო გახდება ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა, რომელიც უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის

გვჯერა, საქართველო გახდება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ყველა რეფორმა,  რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს, იქნება ეს ეკონომიკური, სტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სოციალური, ერთადერთ მიზანს ემსახურება, ეს არის თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრება.

„ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეფორმა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ეს ეკონომიკური, სტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სოციალური, ერთადერთ მიზანს ემსახურება – თითოეული მოქალაქის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრების თანმიმდევრულად და სწრაფად მიღწევას. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რათა ისინი დაბრუნდნენ საერთო ოჯახში და ერთად ავაშენოთ ძლიერი, ევროპული ქვეყანა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.