მამუკა არეშიძე - უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური მიზანშეწონილობების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს
უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ხელისუფლება უნდა დაელოდოს მოვლენების განვითარებას და პოლიტიკური მიზანშეწონილობების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს, – ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ეკლესიის გადაწყვეტილებას, მრჩევლად არ გამოვდგები. აღიარებს თუ არა რუსეთი აფხაზეთის ეკლესიას თავის ნაწილად, ეს სიტუაციას მაინც არ შეცვლის. ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ სიტუაციას მაინც არ შეცვლის, რადგან დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეკლესიის ნაწილშიც რუსეთი აკონტროლებს.
მოკლედ, ეს არის ძალიან რთული საკითხი და ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა არ ივარგებს. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა მამუკა არეშიძე.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი მიმდინარე წლის 6 იანვარს გადასცა.