მამაკაცს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა და მალევე გათავისუფლდა, კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 60 წლის მწყემსი, რომელიც დაკავებიდან ნახევარ საათში გაათავისუფლეს, ამ წუთებში კლინიკა „გორმედში“ იმყოფება. როგორც კლინიკაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, გათავისუფლებული რამდენიმე წუთის წინ ქართველმა სამართალდამცავებმა სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს.
მამაკაცს სავარაუდოდ საკარანტინო სივრცეში რამდენიმე დღით დატოვებენ. კლინიკაში ამბობენ, რომ პირს შესაბამისი კვლევები უტარდება, მათ შირის „კოვიდ-19“-ზეც.
საოკუპაციო რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანთან 60 წლამდე მწყემსი დღეს დააკავა. მამაკაცი მალევე გათავისულფდა. სუს-ის ინფორმაციით, გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებულები იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის, ტარიელ ვათიაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი რუსმა სამხედროებმა სოფლის საძოვარზე დააკავეს.