სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახალუბანთან დაკავებული 60 წლამდე მამაკაცი გათავისუფლებულია

19:29, 21.06.2020

საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახალუბანთან დაკავებული 60 წლამდე მამაკაცი გათავისუფლებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებულები იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

საოკუპაციო რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანთან 60 წლამდე მწყემსი დღეს დააკავა. ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის, ტარიელ ვათიაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი რუსმა სამხედროებმა სოფლის საძოვარზე დააკავეს.

მსგავსი