საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ახალუბანთან 60 წლამდე მწყემსი დააკავა

19:19, 21.06.2020

საოკუპაციო რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანთან 60 წლამდე მწყემსი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სოფელ ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

ტარიელ ვათიაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი რუსმა სამხედროებმა სოფლის საძოვარზე დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავეს.

მსგავსი