მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სევასტოპოლში განლაგებულ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უპილოტო აპარატები დაესხნენ თავს
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სევასტოპოლში განლაგებულ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უპილოტო აპარატები დაესხნენ თავს.
როგორც სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს, საზღვაო უპილოტო აპარატების შეტევა მოგერიებულია.
მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, რუსეთის ძალებმა შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში მონაწილე ერთი უპილოტო აპარატის განადგურება შეძლო, ხოლო მეორე თავად აფეთქდა. მისივე ინფორმაციით, შეტევის შედეგად არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა.
რუსულ „ტელეგრამ“-არხებზე ასევე ვრცელდება ვიდეოები, სადაც სევასტოპოლში სახლებზე ჩამსხვრეული მინები ჩანს.
Російські ЗМІ та Telegram-канали поширюють відео з Севастополя. На ньому видно спалах та чути шум. Ймовірно, це момент падіння безпілотника. Відео з Telegram “Нової газети Європа” pic.twitter.com/y8og5KkjiE
— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) April 24, 2023