მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირებიდან სამს ბრალი წაუყენეს
მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირებიდან სამს ბრალი წაუყენეს. დაფნე კარუანა გალიცია 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილიში ააფეთქეს. ჟურნალისტი მთავრობის წევრების ფინანსურ მაქინაციებში ჩართულობის შესახებ ხშირად წერდა.
როგორც მალტის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალი წაუყენეს 55 და 53 წლის ძმებს ჯორჯ და ალფრედ დეჯიორჯიოს, მესამე პირი კი 55 წლის ვინსენტ მასკატია. მათ ბრალად ედებათ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება და იარაღის შეძენა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები და კოლეგები ამბობენ, რომ დაპატიმრებულებს არ იცნობენ.
ცნობილი მალტელი ბლოგერის მკვლელობის საქმეზე 10 პირია დაკავებული. ყველა მალტის მოქალაქეა. შვიდი ეჭვმიტანილის ვინაობას პოლიცია არ ამხელს.