ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლს საზოგადოებრივი ფონდებიდან თანხის არამიზნობრივი ხარჯვისთვის ბრალი წაუყენეს
ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლს საზოგადოებრივი ფონდებიდან თანხის არამიზნობრივი ხარჯვისთვის ბრალი წაუყენეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლს, სარა ნეთანიაჰუს საზოგადოებრივი ფონდებიდან თანხის არამიზნობრივი ხარჯვისთვის ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, სარა ნეთანიაჰუმ 2010-2013 წლებში პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისთვის, ძვირადღირებული რესტორნებიდან შეკვეთილ საკვებზე სახელმწიფო თანხებიდან დაახლოებით 100 ათასი დოლარი გადაიხადა.

პროკურატურის განცხადებით, პრემიერის მეუღლემ ამგვარად დაარღვია კანონი, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის თანამშრომლების შტატში გაფორმებული ჰყავდათ მზარეული. ასეთ შემთხვევაში კი კანონი გარე დაწესებულებებიდან საკვების შეძენას კრძალავს.

სარა ნეთანიაჰუსთან ერთად ბრალი წაყენებული აქვს პრემიერ-მინისტრის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, ეზრა საიდოფს.