სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს
სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს.

შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სომხეთის ოპოზიციის ლიდერს ბრალი 301-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.

ვაზგენ მანუკიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა.