მალტაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
მალტაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

მალტაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მალტაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 674 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორი ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსის ოთხი შემთხვევა ფიქსირდება. ტესტირება მოსახლეობის 20 პროცენტს ჩაუტარდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, მთავრობას კრიზისთან გამკლავებაში დაეხმარა, რომ მალტა პატარა ქვეყანაა.