მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებს
მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებს

​პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ჯამში 100 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებს. მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვებას ზაფხულის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეცდება.