ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასჯელის ზომას მოსამართლე 27 მარტს გამოაცხადებს.
სხდომის თარიღი მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ დანიშნა.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სხდომაზე მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.