მალხაზ კობაურის სასჯელის გამოცხადებისას მსჯავრდებულის დედა და დეიდა შეუძლოდ გახდნენ
გორის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული მალხაზ კობაურის სასჯელის ზომის გამოცხადებისას ბრალდებულის დედა და დეიდა შეუძლოდ გახდნენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გორის რაიონულ სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა მალხაზ კობაურის დედა და დეიდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მალხაზ კობაურის სასჯელის ზომა მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავდა. 25 მარტს მსაჯულებმა მალხაზ კობაური წარდგენილ ბრალდებებში ერთხმად გაამტყუნეს, ხოლო სასჯელის ზომა მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.