მალიში ორი ფრანგი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ელისეს სასახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, გადაადგილების დროს ფრანგი სამხედროების ჯავშანმანქანა ნაღმზე აფეთქდა.
საფრანგეთს დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში 4 000 სამხედრო ჰყავს დისლოცირებული. საფრანგეთმა მალიში სამხედროები 2013 წელს შეიყვანა „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ისლამისტების წინააღმდეგ საბრძოლველად.