მალიში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად 15 სამხედრო დაშავდა
მალიში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად 15 სამხედრო დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან გერმანელი სამხედროები.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ მალიში გაერო-ს მისიასა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა მალის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე გაოს რეგიონში, მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ დროებით ბანაკში მოხდა. თავდასხმა დანაღმული მანქანის გამოყენებით განხორციელდა. დაშავებულები ევაკუირებულები არიან.
გაერო-ს მისიის ფარგლებში, მალიში 13 000-ზე მეტი სამხედროა განთავსებული.