საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მალელ კოლეგას მოუწოდა, არ დაიქირაონ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მებრძოლები
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მალელ კოლეგას მოუწოდა, არ დაიქირაონ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მებრძოლები

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ მალელ კოლეგა სადიო კამარას მოუწოდა, არ დაიქირაონ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მებრძოლები.

„გვქონდა აზრების პირდაპირი და სრული გაცვლა. დაქირავებულებთან კოაბიტაცია ვერ გვექნება. ასეთი არჩევანი იზოლაცია იქნება“, – აღნიშნა პარლიმ მალის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 1 000 დაქირავებული მებრძოლი მალიში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებსა და რუსულ ორგანიზაციას შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში ჩავა. როგორც ცნობილია, რუსი დაქირავებულების ფუნქცია ჯარის გაწვრთნა-მომზადება და არსებული რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების დაცვა იქნება.