მაკედონიის პრემიერ-მინისტრი - ქვეყნის ახალ სახელწოდებაზე რეფერენდუმი სექტემბერში ან ოქტომბერში ჩატარდება
მაკედონიის ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი სექტემბერში ან ოქტომბერში ჩატარდება, მომავალი წლის იანვარში კი პარლამენტი სახელწოდებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებას დაამტკიცებს. ამ ინფორმაციას მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი ადასტურებს.
პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია, ეს პროცედურებია 15 იანვრამდე დასრულდეს.
„წარმატებული რეფერენდუმის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, მთელი პარლამენტი გაითვალისწინებს მოსახლეობის ნებას და ანალოგიურად დაუჭერს მხარს ამ ინციატივას. ასეთივე გზავნილი მივიღეთ პრეზიდენტისგანაც, რომ თუ რეფერენდუმზე ხალხი მხარს დაუჭერს ცვლილებებს, ისიც მხარს დაუჭერს საბერნეთთან მიღწეულ შეთანხმებას“, – განაცხადა ზორან ზაევმა.
საბერძნეთმა და მაკედონიამ 17 ივნისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას სახელი უნდა გადაარქვან და მას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა ეწოდოს. ამით კი საბერძნეთსა და მაკედონიას შორის არსებული 27-წლიანი უთანხმოება დასრულდება, რაც მაკედონიას ევროინტერაციის გზაზე მნიშვნელოვნად დაეხმარება, რადგან სწორედ ამ უთანხმოების გამო, საბერძნეთი მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას ბლოკავდა.