მაკედონიის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ქვეყნის სახელწოდების შეცვლაზე რეფერენდუმს
მაკედონიის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ქვეყნის სახელწოდების შეცვლაზე რეფერენდუმს

მაკედონიის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ რეფერენდუმს, რომელიც ქვეყნის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით, სექტემბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს.

თავად გეორგე ივანოვი რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„მთავარი პასუხისმგებლობა მაკედონიის მოქალაქეებს აკისრიათ. სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, შეიცვლება თუ არა 1991 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს მაკედონიაში, ქვეყნის სახელწოდების შეცვლაზე რეფერენდუმი გაიმართება.  საბერძნეთმა და მაკედონიამ რამდენიმე თვის წინ სახელწოდებასთან დაკავშირებით დავა გადაჭრეს. შეთანხმების მიხედვით, მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა უნდა ეწოდოს.