მაიკ პომპეო - აშშ მზადაა ირანთან მოსალაპარაკებლად წინაპირობების გარეშე
აშშ ირანთან ჩათულობისთვის მზადაა წინაპირობების გარეშე, მაგრამ ირანი ნორმალური ქვეყანასავით უნდა მოიქცეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, შვეიცარიაში სტუმრობისას განაცხადა.
მაიკ პომპეოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელებთან საუბრის სურვილი გამოთქვა და თავად მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეს მაშინ მოხდება, როდესაც ირანელები მიხვდებიან, რომ ნორმალური ქვეყანასავით სურთ მოქმედება.
„რეალური გამოწვევა დღესდღეობით თავად ირანშია. ეს არ არის გამოწვეული ეკონომიკური სანქციებით. ამის მიზეზი 40 წლიანი ისლამური რეჟიმია“, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
31 მაისს ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ თეირანმა მოლაპარაკებები შესაძლოა, აწარმოოს მაშინ, როდესაც ვაშინგტონი პატივისცემას აჩვენებს.