საოცრად დაძაბული და დრამატული გამოდგა თელ ავივის „მაკაბის“ და ათენის „პანათინაიკოსის“ დაპირისპირება. „მენორა მივტაჩიმ არენაზე“ გამართული შეხვედრის კულმინაცია უკანასკნელ წამებზე დაფიქსირდა, როდესაც მაიკ ჯეიმსმა 5 წამით ადრე, შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად, ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა და ბერძნული კლუბი 76-65 დააწინაურა.
საპასუხო შეტევაში, დეშუან ტომასის ნატყორცნი ბურთი, არაზუსტი გამოდგა და „პაოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ მოგება მასპინძლებსაც ძალიან სჭირდებოდათ. ნევენ სპაჰიას გუნდი, პლეი-ოფში გამსვლელი, მერვე ადგილისთვის იბრძვის. „მაკაბი“ თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე ლიდერობდა, თუმცა „პანათინაიკოსმა“ ბოლოს მოუმატა და ზედიზედ მესამე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
მაიკ ჯეიმსმა გარდა იმისა რომ გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო, მიმდინარე სეზონში „ევროლიგაზე“ საუკეთესო თამაში ჩაატარა. ამერიკელმა მსროლელმა, 27 ქულით დაასრულა შეხვედრა. 16 ქულა მოიპოვა, ვეტერანმა ბერძენმა ცენტრმა, იან ვუიუკასმა. დამარცხებულთა შორის, 19 ქულით, დეანდრე კეინი გამოირჩა.
„მაკაბი“ მარცხის მიუხედევად, შემდგომ ეტაპზე მოხვედრის მცირე შანსს, მაინც ინარჩუნებს. თელ ავივის კლუბი, თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ ერთი მოგებით ჩამორჩება, თუმცა ბასკური გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. იმ შემთხვევაში, თუ ვიტორიელები ხვალ „ბარსელონას“ სტუმრად დაამარცხებენ , პლეი-ოფის საგზუსრს, პრაქტიკულად გაინაღდებენ. „პანათინაიკოსმა“ კი დღევანდელი წარმატების შემდეგ, მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.