მაია წერეთელი - „განათლების საერთაშორისო ცენტრს“ უცხოეთიდან დაბრუნებული სტუდენტების დასაქმების ვალდებულება არ აქვს
მაია წერეთელი - „განათლების საერთაშორისო ცენტრს“ უცხოეთიდან დაბრუნებული სტუდენტების დასაქმების ვალდებულება არ აქვს

დასაქმების ვალდებულება ცენტრს არ აქვს, მაგრამ ბენეფიციარები მას განიხილავენ, როგორც საუკეთესო რესურსს, რათა მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, – ამის შესახებ “განათლების საერთაშორისო ცენტრის” საკონკურსო კომისიის წევრმა, მაია წერეთელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ცენტრი ფლობს ინფორმაციას, რომელია მოთხოვნადი პროფესიები, რომელი დარგებია პრიორიტეტული და ა.შ.“, – განაცხადა მაია წერეთელმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ეხმარება ცენტრი საქართველოში დაბრუნებულ ბენეფიციარს, მაია წერეთელმა განაცხადა, რომ პროგრამა არც თუ ისე ხანგრძლივია, რომ მსგავსი შემთხვევების დიდი გამოცდილება არსებობდეს, თუმცა, ძალიან ბევრჯერ ფორუმების დონეზე ცენტრი დაბრუნებულ კანდიდატებს სამსახურის მოძიებაში ეხმარება.