განათლების საერთაშორისო ცენტრში სამი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გამოავლინეს
განათლების საერთაშორისო ცენტრში სამი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გამოავლინეს

განათლების საერთაშორისო ცენტრში სამი სასტიპენდიო პროგრამის (სადოქტორო, სახელოვნებო და საჯარო მოხელეთა) გამარჯვებულები გამოავლინეს.

წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტუდენტების მეხუთე თაობა შეარჩია. მათ საშუალება მიეცემათ სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ ცოდნა შვედეთის, იტალიის, ნორვეგიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, ავსტრიის, აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში და სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. წელს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი 500-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა, განაცხადი კი 240-მა აპლიკანტმა შეიტანა.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა, დღემდე ცენტრმა 500-ზე მეტი სტიპენდია გასცა.