განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გამოაცხადა
განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გამოაცხადა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში გამოცხადდა კონკურსი სასტიპენდიო პროგრამაზე „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024“ და მის ქვეპროგრამაზე  „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება განათლების ადმინისტრირების მიმართულებით“.

სასტიპენდიო პროგრამა განსაზღვრულია საჯარო, საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულთათვის და მისი მიზანია პროფესიული განვითარება.

კონკურსანტის მიერ შერჩეული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს. პროგრამის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვისა.

აღნიშნულ პროგრამაზე მიმდინარე წელს კონკურსი მეორედ ცხადდება. ელექტრონული განაცხადის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე https://app.iec.gov.ge/ ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში 2023 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.

სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება განაცხადების შემოტანის პერიოდში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ცენტრის სოციალური ქსელის, სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97 და ელექტრონული ფოსტის [email protected] მეშვეობით.