მაია სანდუ - ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ „ასოცირებული ტრიოს“ დისკუსიის ფორმატში დიდი ცვლილებები არ დამინახავს, საქართველოსაც და მოლდოვასაც თავიანთი პირობები აქვთ შესასრულებელი
მაია სანდუ - ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ „ასოცირებული ტრიოს“ დისკუსიის ფორმატში დიდი ცვლილებები არ დამინახავს, საქართველოსაც და მოლდოვასაც თავიანთი პირობები აქვთ შესასრულებელი

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატსა და დღის წესრიგში დიდ ცვლილებებს ვერ ხედავს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და უკრაინას, მოლდოვას მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს კი პერსპექტივა და გასცა რეკომენდაციები 12 პუნქტის შესასრულებლად.

როგორც მაია სანდუ ამბობს, ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირობა შესასრულებელი.

ამასთან, მაია სანდუს განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, გააგრძელონ რეფორმები ის, რასაც მოქალაქეებს დაჰპირდნენ.

„დიდი ცვლილებები არ დამინახავს დისკუსიის ფორმატში. ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირობა შესასრულებელი. როგორც მოლდოვის რესპუბლიკას აქვს ცხრა პირობა შესასრულებელი, ასევე საქართველოს აქვს თავისი პირობები, რომლებიც უნდა შეასრულოს.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სირთულეების მიუხედავად, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ზოგადად, ჩვენს ქვეყნებში დაწესებულებები დიდ კრიზისებს უნდა გაუმკლავდნენ და არის დრამატული სიტუაცია, მაგალითად, მოლდოვის რესპუბლიკაში გვაქვს ენერგოკრიზისი და ამ კუთხით არის დრამატული სიტუაცია, ასევე გადასაწყვეტია სხვა პრობლემები, რომლებიც მოდის ეკონომიკურ- სოციალური პრობლემებიდან და რომელიც ამ ომით არის გამოწვეული.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზნები, პრიორიტეტები, შიდაგამოწვევები დაკავშირებულია რეფორმებთან, ეს იქნება სასამართლო სისტემა, სხვადასხვა ინსტიტუციის გაძლიერება. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და მოვალეობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ჩვენი ვალდებულება ასევე ევროკავშირისადმი. ახლა დამოკიდებულია იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მოლდოვის რესპუბლიკაში არსებობს პოლიტიკური მხარდაჭერა სრული ამ რეფორმების მიმართ“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მისივე თქმით, ასევე წინააღმდეგობები არსებობს სასამართლო სისტემაში. მაია სანდუს განცხადებით, რეფორმების გზით შეძლებენ სვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„ასევე არსებობს  წინააღმდეგობა სისტემაში, სასამართლო სისტემაში წინააღმდეგობები, სხვადასხვა ორგანოში, რომელთაც წესით, თავიდან უნდა აიცილონ კორუფცია, მაგრამ ზოგადად, პოლიტიკური მხარდაჭერა და ადამიანების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. უფრო და უფრო ძლიერია, ვიდრე ეს წინააღმდეგობა. ჩვენ ასე გავაგრძელებთ და მოვახერხებთ, წარმატების მიღწევას და შევძლებთ, მივყვებით ჩვენს გზას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ვსაუბრობთ პროცესების, რეფორმების შესახებ, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში და ვსწავლობთ ჩვენი გამოცდილებებიდან“, – განაცხადა მაია სანდუმ.