მაია სანდუ – ვულოცავ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, უკრაინასა და პოლონეთში „ევრო 2024“-ზე მოხვედრას, თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო

10:13, 27.03.2024

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„ვულოცავ ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში უეფას „ევრო 2024“-ზე მოხვედრას. თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. გისურვებთ წარმატებებს და დასამახსოვრებელი მომენტებით სავსე ტურნირს“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერის“ გვერდზე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

მსგავსი