მაია სანდუ - ვულოცავ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, უკრაინასა და პოლონეთში „ევრო 2024“-ზე მოხვედრას, თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში უეფას „ევრო 2024“-ზე მოხვედრას. თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. გისურვებთ წარმატებებს და დასამახსოვრებელი მომენტებით სავსე ტურნირს“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერის“ გვერდზე.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.