მაია ნოკოლეიშვილი - სააკაშვილმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა მოკლა, შემდეგ შეიცვალა საპროცესო კანონი და დაზარალებული საერთოდ უუფლებო გახდა
მაია ნოკოლეიშვილი - სააკაშვილმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა მოკლა, შემდეგ შეიცვალა საპროცესო კანონი და დაზარალებული საერთოდ უუფლებო გახდა

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელ ექსპერტებს ბევრი გამოწვევა აქვთ. ნიკოლეიშვილის თქმით, მთავარი ის რეგულაციები და მოთხოვნებია, რომლებიც მათ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაუწესდათ.

ამასთან, ნიკოლეიშვილი საუბრობს კიდევ ერთ დაბრკოლებაზე, რომელიც საქმეში დაზარალებული მხარის უუფლებობაა და აცხადებს, რომ დაზარალებულ მხარეს არ აქვს უფლება, მტკიცებულებები მოაგროვოს.

მაია ნიკოლეიშვილი სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მუშაობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მაკონტროლირებელი ორგანო ჰყავდეს.

„1997 წელს პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ უნდა იყოს არასახელმწიფო ექსპერტიზაც. ამას განაპირობებდა ის, რომ მაშინაც, როგორც ახლა, ბევრი შემთხვევა იყო დაგროვებული, სხვადასხვა მკვლელობები, რომლებიც ვერ მიდიოდა თავის ლოგიკურ ბოლომდე.

1997 წელს დავდექით ერთად ყველანი, არასამთავრობოებიც. მე მქონდა გამზადებული იდეა და იგივე სააკაშვილი, ადეიშვილიც მათ შორის, ჩვენ მივაღწიეთ პირველებმა პოსტ საბჭოთა სივრცეში იმას, რომ საკანონმდებლო დონეზე დავუშვით არასახელმწიფო კერძო ექსპერტიზა.

ეს იყო მეფარიშვილის რევოლუციური კოდექსი. შედეგ მოხდა ის, რომ საკაშვილი, რომელმაც გადასარევად იცოდა ეს ყველაფერი, გვერდში მედგა ხელისუფლებაში მოსვლამდე, რომ ეს იდეა გატანილიყო, დამოუკიდებელ ექსპერტიზას კლავს შემდეგი მეთოდით – თუ მანამდე დამოუკიდებელ ექსპერტს არ სჭირდებოდა დაწესებულება, არ სჭირდებოდა ლიცენზია და სერტიფიკაცია, 2005-ში სავალდებულო გახდა, გვქონოდა დაწესებულება, რომელშიც დაახლოებით ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონამდე ლარის აღჭურვილობა უნდა გქონოდა, თავისი სამაცივრე განყოფილებებით, ლაბორატორიებით და ყველაფრით. მაშინ მე ვიყავი მხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტი, ჯანდაცვის სამინიტრო შევიდა და ამ ერთი ადამიანის გამო გააკეთა რეგულაციები. მაშინ ერთი მილიონი ლარი რომ მქონოდა, ბოდიში და მორგს არ გავაკეთებდი, აგარაკს ვიყიდიდი ფლორიდაში.

ეს იყო ბარიერი, რომელსაც მე ვერ გადავლახავდი და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტები არ იყვნენ. მაშინ მოხდა ჩემი შეცდომა და პოლიტიკაში წასვლა, რადგან მე ვხედავდი, როგორ მოკლეს ის, რაც ამდენი ბრძოლის შედეგად იქნა მიღებული, შემდეგ კიდევ პროცესები განვითარდა უარესად. საპროცესო კანონი შეიცვალა, დაზარალებული საერთოდ გახდა უუფლებო, დაზარალებულს საქმის მასალების გაცნობა არ შეეძლო, მის საქმეზე ვერ წაიკითავდა ვერც ერთ ფურცელს. ამ კანონით დაზარალებული გახდა უუფლებო და ექსპერტი იქცა მოწმედ. 2012 წლიდან კეთილი ნება შემოვიდა, შეგიძლია მიხვიდე დაზარალებულის წარმომადგენელი, გაეცნო მასალებს და ამონაწერებიც გააკეთო. ამ კანონის მიხედვით, 2007-დან 2012 წლამდე ექსპერტი დასკვნას ვერ გასცემდა. 2012 წელს შეიცვალა ლიცენზირების უფლება, შედარებით შემსუბუქდა და უკვე შესაძლებელი გახდა მუშაობა და 2013 წლიდან მეც დავბრუნდი ამ ველზე“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

რაც შეეხება ბოლო დროს გახმაურებული საქმეების ექსპერტიზის დასკვნებს, ნიკოლეშვილის თქმით, ვინაიდან საქმეში ოფიციალურად ჩართული არ არის, კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ მისთვის თავიდანვე გაუგებარი იყო გარდაცვლილი ფეხბურთელის დასკვნაში ჩაწერილი გვამური გაშეშება.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს, კითხვაზე – „შესაძლებელია თუ არა, რომ გარდაცვლილის ცხედარი ამ კონდიციამდე დახურულ მანქანაში მისულიყო“, ექსპერტი აცხადებს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.

„დღეს დაზარალებული უუფლებოა, მხარეს წართმეული აქვს უფლება, მოაგროვოს მტკიცებულებები. ეს რომ ასე არ იყოს, აქციები აღარ იქნება და არც ადამიანების უკმაყოფილება. როდესაც წავიკითხე ექსპერტის პირველად დასკვნაში შეტანილი ფრაზა გვამურ გაშეშებასთან დაკავშირებით, ეს ძალიან გამიკვირდა და ვთქვი – რატომ? დღემდე უბრალოდ დუმილს ვინარჩუნებდი, რადგან არ ვარ ჩართული საქმეში.

რაც შეეხება ბაჩალიაშვილის საქმეს, ძალიან რბილად რომ ვთქვა, სიკვდილი ადამიანს ულამაზოს ხდის ვიზუალურად, შიგნით მიდის ცუდი პროცესები და იმდენად ცვლის მას, რომ კანზე ყველაფერს ვეღარ ხედავ. სხეული გაფუჭებული იყო, ამ ტემპერატურებზე მსგავსი სურათი გვინახავს 24 საათშიც კი. საუბარი იყო იმაზეც, შეიძლებოდა თუ არა, ეს ყველაფერი დახურულ მანქანაში განვითარებულიყო. ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ მეტი სიზუსტე შეუძლებელია, რაც დრო გადის დასადგენად სიზუსტე მცირდება,“ –  განაცხადა მაია ნიკოლეშვილმა.