დამოუკიდებელი ექსპერტი თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ეცნობა
დამოუკიდებელი ექსპერტი თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ეცნობა

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ეცნობა.

დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო, დასკვნის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, მოაწეროს თუ არა დოკუმენტს ხელი.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, დოკუმენტში ეწერება, რა გახდა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების მიზეზი, ასევე – სროლის ტრაექტორია.

მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ მომზადდება დეტალური დასკვნა და დაიწყება სამართლებრივი პროცედურები. ასევე შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდება სროლის მანძილიც.

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემრილან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სპეცრაზმელს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

პანკისის ხეობაში სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – განაცხადეს სუს-ში.