მაია მიმინოშვილი - ხულოში საგამოცდო ცენტრი ტექნიკური მიზეზის გამო ვერ იქნება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განმარტებით, ხულოში საგამოცდო ცენტრი ტექნიკური მიზეზის გამო ვერ იქნება, – ეს განცხადება მიმინოშვილმა ფოთში, #2 საჯარო სკოლაში აბიტურიენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ხულოს სკოლა, რომელსაც ვიყენებდით საგამოცდო ცენტრად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით რემონტდება. აქედან გამომდინარე, უბრალოდ, ამ ტექნიკური მიზეზის გამო ვერ იქნება ხულოში საგამოცდო ცენტრი“, – განაცხადა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, ოზურგეთსა და ფოთში, აბიტურიენტებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ხულოში კი საგამოცდო ცენტრი გაუქმდება.