მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო საირმეს ელექტროენერგია არ მიეწოდება
„ენერგო-პრო ჯორჯია“ შეძლებისდაგვარად დროულად მოახდენს კურორტ საირმისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას, – ამის შესახებ სს „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ცნობით, საირმისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანებამ გამოიწვია.
„ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე გზის გაფართოების სამუშაოების დროს, კლდოვანი მასის აფეთქების შედეგად, დაზიანდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ხანი“, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს კურორტ საირმეს. ამ დროისთვის კურორტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამჟამად, მიმდინარეობს ხაზის ნანგრევებისგან გაწმენდის სამუშაოები, რაც ართულებს ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას. კომპანიის ტექნიკური სამსახური მობილიზებულია ადგილზე, რათა შეძლებისდაგვარად დროულად და ოპერატიულად მოახდინონ აღდგენითი სამუშაოების დაწყება.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ შეძლებისდაგვარად დროულად მოახდენს კურორტ საირმისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას“, – ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაში.