მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი კასპში, „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარი მეწარმის, ირმა გოგიბერიძის ფერმაში იმყოფებოდა.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, სოფლის მეურნეობა რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად არის ჩართული, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ხელშეწყობის პროცესში, რათა განავითარონ და გააძლიერონ წარმოება.
„მიხარია, რომ ჩვენს რეგიონში ქალბატონები აქტიურ სამეწარმეო საქამიანობას ეწევიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო ფერმერობით და სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს მაქსიმალურად უწყობს ხელს“, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.
როგორც ფერმერმა, ირმა გოგიბერიძემ განაცხადა, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„2014 წლიდან ვაწარმოებ როგორც ადგილობრივ, ისე ევროპულ ყველს. ამ ეტაპზე მხოლოდ რეალიზაციას ვახდენ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ვგეგმავ გაფართოებას. ვფიქრობ, ჩვენთვის, ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა, რათა ადგილობრი წარმოება გაძლიერდეს და ასევე, ეს თავის მხრივ დასაქმების ხელშემწყობიც იქნება“, – აღნიშნა ფერმერმა.
გიორგი ხოჯევანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორისა და კასპის მოსახლეობასთან აქტიურად განაგრძობს შეხვედრებს, ასევე ხვდება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და მათ საჭიროებებს ისმენს.