გიორგი ხოჯევანიშვილი - ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და კანდიდატს რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერა ჰქონდეს
გიორგი ხოჯევანიშვილი - ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და კანდიდატს რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერა ჰქონდეს

ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და კანდიდატს რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ომბუდსმენის შერჩევა უკიდურესად გამჭვირვალე პირობებში უნდა მოხდეს.

„ჩვენი გუნდისთვის ამოსავალი წერტილი იქნება ისეთი კანდიდატის მხარდაჭერა, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის იქნება მისაღები, ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.