გიორგი ხოჯევანიშვილი და მიხეილ დაუშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს, სვენ მიქსერსა და მარინა კალიურანდს შეხვდნენ
გიორგი ხოჯევანიშვილი და მიხეილ დაუშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს, სვენ მიქსერსა და მარინა კალიურანდს შეხვდნენ

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრები გიორგი ხოჯევანიშვილი და მიხეილ დაუშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს, სვენ მიქსერსა და მარინა კალიურანდს შეხვდნენ.

პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე აღინიშნა, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემები და მისი რეალური რეფორმის აუცილებლობა.

შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას და არსებულ გამოწვევებს, ხელისუფლების როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკას.

შეხვედრაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიისა და ხელისუფლების იძულების დამატებითი ბერკეტის საფუძველს.

ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.