მადაგასკარში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
მადაგასკარში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივოში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. დიპლომატიურ წარმომადგენლობას ლაურა ლეონგი უხელმძღვანელებს.

ცერემონიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკაში ბექა დვალი მონაწილეობდნენ.

როგორც ბექა დვალი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საქართველოსა და მადაგასკარს შორის პოლიტიკური კონსულტაციები შედგა, ქართული დელეგაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კრისტიან ნცაიმ მიიღო.

მადაგასკარი ინდოეთის ოკეანეს დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა 21 მილიონს აჭარბებს.