შტუტგარტში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა

11:18, 15.06.2022

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 11 ივნისს შტუტგარტში გაიმართა საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ოფიციალური ცერემონია.

გენერალური საკონსულო გახსნეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ, მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა – მამა თამაზმა და გენერალურმა კონსულმა ლევან ღვაჩლიანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები.

მსგავსი