ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრალიაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბექა დვალს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრალიაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბექა დვალს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრალიის თანამეგობრობაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბექა დვალს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სფეროებში. ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს.

ბექა დვალი პროფესიით სამართალმცოდნეა, მიღებული აქვს შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტში. აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება, 2012 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ამ დრომდე გიორგი დოლიძე იკავებდა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.