ლურ ფრიდენი - მოვუსმენთ ქალბატონ მელონის, როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრს, მაგრამ თანამდებობების განაწილებას პოლიტიკური პარტიები განიხილავენ
ლურ ფრიდენი - მოვუსმენთ ქალბატონ მელონის, როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრს, მაგრამ თანამდებობების განაწილებას პოლიტიკური პარტიები განიხილავენ

მოვუსმენთ ქალბატონ მელონის, როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრს, მაგრამ თანამდებობების განაწილებას პოლიტიკური პარტიები განიხილავენ, – ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა ევროკავშირის სამიტის წინ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების მიერ კოალიციის ჩამოყალიბებასა და თანამდებობების განაწილებაზე მსჯელობა დემოკრატიული პროცესია

„ეს არის ევროპული საბჭოს მნიშვნელოვანი სხდომა, რომელზეც განიხილება ევროპის მომავალი, ის ეხება არა მხოლოდ წამყვან პოსტებს, არამედ ასევე შინაარს, სტრატეგიას და დღის წესრიგს, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჯორჯია მელონი ამაში წვლილს შეიტანს, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი. ვფიქრობ, რაც გასულ კვირას განვიხილეთ მთავარი პოლიტიკური პარტიების მიერ კოალიციის ჩამოყალიბებასა და თანამდებობების დაკავების შესახებ, შეესაბამება დემოკრატიულ წესებს. თუმცა საბჭოში ასევე აუცილებელია, რომ თითოეულ ქვეყანას შეეძლოს თავისი შეშფოთების გამოთქმა. ასე რომ, ქალბატონ მელონის შემთხვევაში ეს ეხება ყველა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჩვენ უნდა განვასხვაოთ ქვეყნისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ვფიქრობ, ეს სხვაობა საკმარისად გამიჯნული არ არის. ჩვენ მოვუსმენთ ქალბატონ მელონის როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრს, თუმცა ძირითადი პოლიტიკური პარტიები, როგორც კოალიცია, განიხილავენ, თუ როგორ გაანაწილებენ ისინი წამყვან თანამდებობებს და შემდეგ გვექნება კენჭისყრა, სადაც ჩვენ, ყველას, შეგვიძლია მონაწილეობის მიღება“, – აღნიშნა ფრიდენმა.

ცნობისთვის, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში წამყვანი პოსტების განაწილების შეთანხმება ამომრჩეველთა ნებას უგულებელყოფს.