ჯორჯია მელონი - ჩვენ არ ვემხრობით საფრანგეთის წინადადებას, რომელიც სახიფათო ესკალაციის საწინდარია, ეს ყველანაირ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან
ჯორჯია მელონი - ჩვენ არ ვემხრობით საფრანგეთის წინადადებას, რომელიც სახიფათო ესკალაციის საწინდარია, ეს ყველანაირ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას მხარს არ უჭერს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

„ჩვენი პოზიცია არ ემხრობა საფრანგეთის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც სახიფათო ესკალაციის საწინდარია. ეს ყველანაირ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა მელონიმ.

როგორც „ბლუმბერგი“ იუწყება, მელონიმ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ზეწოლას ახორციელებს გერმანიის კანცლერზე, ოლაფ შოლცზე უფრო გადამწყვეტი პოზიციის დასაკავებლად და გააფრთხილა „ეგზისტენციალური“ საფრთხის შესახებ, რომელსაც რუსეთი უქმნის ევროკავშირს.

ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება უსარგებლოა.

„როგორ შეიძლება, დაჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან იმ ადამიანთან, ვინც არასდროს არ სცემდა პატივს რაიმე შეთანხმებას?“ – აღნიშნა მელონიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნა უკრაინაში არ არის გამორიცხული“.