ლუკა ზარანდია „არკას" პოლონეთის სუპერთასის მოპოვებაში გოლით დაეხმარა [ვიდეო]
00:54, 15.07.2018
პოლონეთში სეზონი სუპერთასის მატჩით გაიხსნა. თასის ფინალისტი “არკა” მოქმედ ჩემპიონსა და თასის მფლობელს, ვარშავის “ლეგიას” შეხვდა და 3:2 დაამარცხა.
გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა ლუკა ზარანდიამ. ქართველმა ფეხბურთელმა მე-20 წუთზე ანგარიში ეფექტური გოლით გაათანაბრა. ლუკა ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთამდე ითამაშა.
“ლეგია” პირველი ტაიმის შემდეგ 2:1-ს იგებდა, მაგრამ ზარანდიას გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, 3:2 მოიგო და საბოლოოდ, სუპერთასს დაეუფლა.
“არკა” 2017 წელს პოლონეთის თასის მფლობელი გახდა და მაშინ ფინალში გადამწყვეტი გოლი ზარანდიამ გაიტანა.