ლუკა ლაკვეხელიანმა ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ დაჯილდოვებაზე ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. “საბურთალოს” აკადემიის გაზრდილი,19-წლამელ ფეხბურთელთა შორის, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედალოსანი გახდა.
“ლეგენდარული ფეხბურთელის მედლით დაჯილდოება დიდი პატივია. სიმართლე გითხრათ, მსგავს აღიარებას არც ველოდი და სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩავატარე, ჩემ გარდა, სხვებიც იყვნენ, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ ამ პრიზის მიღება. ამ დაჯილდოებაზე პირველი სერიოზული პრიზი მივიღე. ეს განცდა და სიხარული ცხოვრებაში არ დამავიწყდება. მთელი სეზონის განმავლობაში გულშემატკივრებისგან სითბოსა და ყურადღებას ვგრძნობდი. გვერდში დგომისთვის მინდა მათ მადლობა გადავუხადო” – ამბობს ლაკვეხელიანი.