ორი ტრავმირებული უნგრეთში - ლაკვეხელიანმა და ხარაიშვილმა ოპერაცია გაიკეთეს #1TVSPORT
ორი ტრავმირებული უნგრეთში - ლაკვეხელიანმა და ხარაიშვილმა ოპერაცია გაიკეთეს #1TVSPORT

მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ, რომელიც უნგრეთში საქმიანობს, საქართველოს პირველ არხთან ამ ქვეყანაში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზე ილაპარაკა, რომლებსაც ტრავმები თამაშის საშუალებას არ აძლევს.

„ლუკა ლაკვეხელიანმა „,მეზოკოვეშდში“ კარგად დაიწყო, მაგრამ მალევე ჯვარედინი იოგების დაიზიანა. დიდი დრო გაცდა, შემოდგომაზე მოედანს დაუბრუნდა და სამწუხაროდ, ახლა იგივე მეორე ფეხზე დაემართა. ძალიან დასანანია და უიღბლო ამბავია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მარცხენა მცველია. სავარაუდოდ, ლუკა მოედანს 6 თვეში დაუბრუნდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.

ცნობილი მენეჯერის თქმით, უიღბლობა დასჩემდა 25 წლის ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილსაც, რომელიც „ფერენცვაროშში” 2021 წელს გადავიდა.

„ის ჩემი სააგენტოს კლიენტი არაა, მაგრამ უნგრეთში ვარ, თვალს ვადევნებ და საწყენია, რომ ეს ნიჭიერი ბიჭი „ფერენცვაროშში“ თამაშს ტრავმების გამო ვერ ახერხებს. ჩამოსვლისას ვარჯიში 10 დღის დაწყებული ჰქონდა, მაგრამ მერე ისევ ტრავმა მიიღო და რაც ვიცი, დააახლოებით ორი კვირის წინ ოპერაცია გაიკეთა. როდის ითამაშებს, ამის თქმა გამიჭრდება“, – გვითხრა ოდილაძემ.