ლუიზა ვინტონი - ვიმედოვნებთ, დავინახავთ მცდელობებს პოლარიზაციის დასაძლევად და პარლამენტში ყველას დასაბრუნებლად
ლუიზა ვინტონი - ვიმედოვნებთ, დავინახავთ მცდელობებს პოლარიზაციის დასაძლევად და პარლამენტში ყველას დასაბრუნებლად

ვიმედოვნებთ, დავინახავთ მცდელობებს პოლარიზაციის დასაძლევად და პარლამენტში ყველას დასაბრუნებლად, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა განაცხადა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის სკამები ცარიელია.

„საქართველომ ბევრი იმუშავა, რათა მოეპოვებინა დემოკრატიული რეფორმატორი ქვეყნის რეპუტაცია. ამ გზაზე მან მრავალი მეგობარი შეიძინა. ახლა ამ მეგობრების მხრიდან გარკვეული შეშფოთებები არსებობს. გუშინდელ საპარლამენტო სესიაზე ოპოზიციონერთა ცარიელი სავარძლების ხილვა შემაშფოთებელი იყო. ჩვენ, საქართველოს მრავალ მეგობართან ერთად, ვიმედოვნებთ, რომ დავინახავთ მცდელობებს პოლარიზაციის დასაძლევად და პარლამენტში ყველას დასაბრუნებლად, რაც დავის მოსაგვარებლად შესაბამისი ფორმატია“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.