ლუიზა ვინტონი სენაკს ეწვია
ლუიზა ვინტონი სენაკს ეწვია

პროექტის, „სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი, დავით ვერავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი და  საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის​ (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი გაეცნენ.

პროექტი ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბეთლემში ხორციელდება.

პროექტი საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) თანამშრომლობით ხორციელდება.

„სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურის ხეობაში, რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციების მოწყობას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, მოწყობილია შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, ასევე დასრულებულია 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინის მოწყობა.

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები – ღია ბაზრობის – ადგილობრივი მეწარმეებისთვის პროდუქციის გაყიდვა-პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, ეწყობა პარკირება/ავტოკემპინგის ზონა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე, იგეგმება ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმის მოწყობა.