გერმანიაში ბორტგამცილებელთა პროფკავშირმა (UFO) თავის წევრებს 48-საათიანი გაფიცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაფიცვა ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ რეისებსაც შეეხება. საპროტესტო აქცია 7-8 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ამასთან, 8 ნოემბერს ფრანკფურტის აეროპორტის მახლობლად, „ლუფთჰანზას“ ოფისთან საპროტესტო აქციაც გაიმართება.
პროფკავშირი ავიაკომპანიის ხელმძღვანელობისგან შრომით ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები 20 ოქტომბერსაც გაიფიცნენ, რის გამოც ასზე მეტი რეისი გადაიდო.