ბუენოს აირესიდან ფრანკფურტის მიმართულებით „ლუფთჰანზას“ რეისზე ძლიერი ტურბულენტობის გამო 11 ადამიანი დაშავდა

18:18, 12.11.2024

ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ რეისზე, რომელიც ბუენოს აირესიდან ფრანკფურტის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, ძლიერი ტურბულენტობის გამო 11 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ხუთმა მგზავრმა და ეკიპაჟის ექვსმა წევრმა დაზიანებები მიიღო“, – განაცხადა ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ სპიკერმა.

ავიაკომპანიის ცნობით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ ჩაუტარდათ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა დანიშნულების ადგილზე. თვითმფრინავში 329 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა.

მსგავსი