„ლუფთჰანზა“ ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს იწყებს
„ლუფთჰანზა“ ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ პირველი ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

„რეგულარული ფრენები ფრანკფურტიდან კვირაში ოთხჯერ სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

ასევე, ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს აორმაგებს მიუნხენის მიმართულებით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან, ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.