„ლუფთჰანზას“ ბორტგამცილებლები 48-საათიან გაფიცვას გამოაცხადებენ
„ლუფთჰანზას“ ბორტგამცილებლები 48-საათიან გაფიცვას გამოაცხადებენ

გერმანიაში ბორტგამცილებელთა პროფკავშირმა (UFO) თავის წევრებს 48-საათიანი გაფიცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაფიცვა ავიაკომპანია „ლუფთჰანზასრეისებსაც შეეხება.  საპროტესტო აქცია 7-8 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ამასთან, 8 ნოემბერს ფრანკფურტის აეროპორტის მახლობლად, „ლუფთჰანზას“ ოფისთან საპროტესტო აქციაც გაიმართება.

პროფკავშირი ავიაკომპანიის ხელმძღვანელობისგან შრომით ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები 20 ოქტომბერსაც გაიფიცნენ, რის გამოც ასზე მეტი რეისი გადაიდო.